2024 წლის 4 მაისიდან - ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით იწყებს. აღნიშნული მარშრუტის დანიშვნით Georgian Wings-ი აკავშირებს საჰაერო გზით ორ ისტორიულ დედაქალაქს ერთმანეთთან, თავისი ცნობილი და მდიდარი კულტურით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით da გამორჩეული არქიტექტურით.
Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737- ით შეასრულებს.
სტუმარი: ლიკა ქორთოშიძე - Georgian Wings-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი;