მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Wings-ის თბილისი-ბათუმის პირველი რეისი ჯერჯერობით ვერ შესრულდა - განმარტება

64c370d016e20
მარიამ ვარადაშვილი
28.07.23 11:43
4460
დღეს დილით Georgian Wings-ის დაგეგმილი პირველი რეისი თბილისი-ბათუმის საჰაერო ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო ამ ეტაპზე ვერ შესრულდა. Georgian Wings საჰაერო სატვირთო გადამზიდი კომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებაა.

როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ BMG-ის უთხრა, ფრენა დაგვიანებით, 12:00 საათზე შესრულდება. გაცემული ნებართვის მიხედვით, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდით ფრენა ყოველდღე უნდა შესრულდეს.

“ტექნიკური ხარვეზია. ბუნებრივია, პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შემოწმდეს. რეისი არ გაუქმებულა, ჯერჯერობით 12:00 საათამდე გადავწიეთ. ტექნიკური გაუმართაობა იყო, რაც ახლა მოწმდება. თბილისიდან ყველა ბილეთი გაყიდული გვაქვს”,-ამბობს კიკნაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები