მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Wings სამსუნის მიმართულებით ფრენებს აპირებს - თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის

Georgian wings

თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე BMG-სთან ამბობს, რომ ავიაკომპანია Georgian Wings თურქეთის ორი ქალაქის სამსუნისა და ტრაპიზონის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს.

“ეს ავიაკომპანია უკვე დაფრინავს თბილისი-ბათუმის საჰაერო ხაზზე. მათთან მოლაპარაკება მათთან თითქმის შედგა, მხოლოდ ტექნიკური საკითხები დაგვრჩა. პირველ ეტაპზე გვინდა თბილისი-სამსუნის მიმართულება დაიწყოს, ხოლო შემდეგ ბათუმი-ტრაპიზონის მიმართულებით დაიწყოს ფრენები. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ გვინდა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ფრენები. თურქული მხარე მზად არის და მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი", - ამბობს მჟავანაძე.

Georgian Wings საჰაერო სატვირთო ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებაა. ავიაკომპანია 31 ივლისიდან ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კვირაში 12 სიხშირით ასრულებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები