მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GeParts - ვირტუალური ავტოასისტენტი, რომელიც ავტონაწილს 30 წამში პოულობს

642d8b0018a5b
ნანუკა ნარიმანიძე
09.04.23 21:30
576
ავტოექსპერტის სერვის კომპანია GeParts მომხმარებელს ახალ ვირტუალურ ავტოასისტენტს სთავაზობს, რომელიც სასურველ ავტონაწილს მოიძიებს - ამის შესახებ GeParts-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა პაატა ბერიაშვილმა რუბრიკა „სტარტაპერში“ სტუმრობისას განაცხადა.

„3 თვეში შევქმენით ისეთი chatbot-ი, რომლის ანალოგიც არ არსებობს. მომხმარებელს შეუძლია ავტოასისტენტს Messenger-ფოტო ან ვინკოდი გაუგზავნოს, ავტომანქანის იდენტიფიკაცია 30 წამში მოხდება და chatbot-ი მომხმარებელს სასურველ ავტონაწილებს განსხვავებული ბრენდებისა და ფასების ჭრილში შესთავაზებს. სასურველი ავტონაწილების არჩევის შემდეგ, ავტოასისტენტი გააფორმებს შეკვეთას, ის მომხმარებელს ტელეფონის ნომერს და მისამართს მოსთხოვს, შემდეგ კი გადახდას შესთავაზებს, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩათიდან გაუსვლელად ხდება“, - განმარტა დამფუძნებელმა.

მათივე ინფორმაცია, კომპანია Chatbot-ის დახვეწასა და მის განახლებაზე მუშაობს. 

„ჩვენ MPV-ში ავტომატურად გავიტანეთ სამუხრუჭე ხუნდები, სამუხრუჭე დისკები, თერმოსტატი, მინის საწმენდები, სალონის და ძრავის ჰაერის ფილტრი და ძრავის ბალიში, ეს 8 ნაწილი სწრაფად ცვეთადია, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ყოველწლიურ განახლებას საჭიროებს, სწორედ მათი შეკვეთით მივიღებთ უფრო მარტივ უკუკავშირს მომხმარებლისგან. ახლა, უშუალოდ, უკუკავშირის მიღების პროცესში ვართ და ძალიან მალე, კიდევ ერთხელ განვაახლებთ ჩვენს chatbot-ს და მომხმარებელს განახლებულ ვერსიას შევთავაზებთ“, - აღნიშნა პაატა ბერიაშვილმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამჟამად MPV პერიოდია, ამ პერიოდის გადალახვის შემდეგ კი კომპანია მარკეტინგულ აქტივობებს გაზრდის.

„არ ვიცოდით ჩვენი chatbot-ი როგორ იმუშავებდა, შესაბამისად ის ძალიან დაბალ ბიუჯეტზეა გაშვებული, ამ პერიოდის დაძლევისა და მეორე ვერსიის დანერგვის შემდეგ მარკეტინგულ აქტივობებს გავზრდით“, - ამბობს ის.

ადგილობრივი ბაზრის შემდეგ, GeParts-ი სერვისის ექსპორტზე გატანითაც ინტერესდება და პირველ ბაზრად კომპანიაში ყაზახეთს განიხილავენ. "ვინაიდან მას ძალიან დიდი ავტოპარკი და ძალიან მცირე ბრენდები აქვს. ჩემი აზრით, ჩვენი კომპანია ამ ბაზარზე ძალიან დიდ მოგებას ნახავს“, - დასძენს პაატა ბერიაშვილი.

ცნობისთვის: Geparts საქართველოს ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და დღეს 30 000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებელს წვდომა, როგორც მეორად, ასევე ახალ ავტონაწილებზე აქვს. Geparts-ში მეორად ნაწილების წილი 60%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები