მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Gepherrini ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს

5b55f80556de4
ანუკა ჯოხაძე
23.07.18 19:44
825
კომპანიის დამფუძნებლის ილია გეფერიძის თქმით, “Gepherrini”-ის ბრენდირებული მაღაზია ჰონგ კონგში 1 თვის წინ გაიხსნა და მასზე მოთხოვნა მზარდია. მისი თქმით, აგვისტოში “Gepherrini”-ის ჩანთებს ქართველი მომხმარებელი “east point”-ის ახალ ფილიალშიც იხილავს. ამასთან, კომპანიის უახლოეს გეგმებშია ახალი საწარმოს გახსნაც, სადაც დამატებით 15 ადამიანი დასაქმდება. გეფერიძის თქმით, დეკემბრის ბოლომდე პროდუქციის არსებულ ასორტიმენტს ფეხსაცმლის ხაზი, ხოლო სექტემბერში კი აქსესუარები დაემატება.


“წინა წელი დავასრულეთ 42%-იანი ზრდით, შემდეგ წელსაც დაგეგმილი გვაქვს 50%-იანი ზრდა. უახლოეს გეგმებს რაც შეეხება “east point”-ში აგვისტროში ვხსნით ახალ მაღაზიას და ასევე დეკემბერში გვემატება კიდევ ერთი მაღაზია ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. ასე რომ საქართველოში გვაქვს ძალიან დიდი გეგმები. “Gepherrini” მუდმივად იღებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. 1 თვის წინ გავხსენით ჩვენი ბრენდირებული მაღაზია ჰონგ კონგში. მოთხოვნა როგორც საქართველოში ისე ექსპორტის შემთხვევაში მზარდია. ჩვენ აგვისტოს ბოლომდე ახალ საწარმოს ვხსნით, სადაც კიდევ 15 თანამშრომელი დაგვემატება. დეკემბრის ბოლომდე ასევე დაგვემატება ფეხსაცმელების ხაზი, ხოლო სექტემბერში ჩაეშვება აქსესუარები”- ამბობს ილია გეფერიძე კომპანია “Gepherrini”-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები