ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდუქციას ჩინეთში, ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს და 2018 წლის ივნისში საკუთარ მაღაზიასაც გახსნის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კოპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამაყრეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ buyer-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს გეფერინსა და კომპანია InterBlock Hong Kong Limited შორის საწარმატებული კონტრაქტი გამოფრმდა , რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანია ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება.
„ჰონგ-კონგში, APLF გამოფენაზე მონაწილეობის მიღებამ, გეფერინს მოუტანა ძალიან დიდი წარმატება. სულ მალე ჰონგ-კონგში გაიხსნება ჩვენი ბრენდის მაღაზია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ადგილზე დაათვალიეროს და შეიძინოს საქართველოში წარმოებული პროდუქცია.“ -ილია გეფერიძე, კომპანიის დამფუძნებელი.