გერგეთის სამებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ. როგორც bm.ge-ს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში“ განუცხადეს, შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს უკავშირდება აღმოფხვრილია და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,გზის ნაწილი სახლმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე გაივლის, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეებისგანაა გამოსყიდული. უკმაყოფილება იყო, თუმცა პრობლემები უკვე მოგვარებულია“-განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ. ამჟამად, დასრულების პირასაა 1,2 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჯამში კი გზა 6 კილომეტრის სიგრძის იქნება, რაც 8,5 მილიონი ლარი დაჯდება. ამჟამად ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა სამების ეკლესიისკენ ალტერნატიული გზით გადაადგილდება, რომელიც ასევე პროექტის ფარგლებში გაკეთდა.

























