მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანელმა კაცმა COVID-19-ის ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა

ვაქცინა

გერმანიაში მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა, რაც მსოფლიო რეკორდია.

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში აღნიშნულია, რომ ვაქცინის ზედოზირების მიუხედავად, მამაკაცის ჯანმრთელობას არაფერი მოსვლია და მას გვერდითი მოვლენები ფაქტობრივად არ ჰქონია.

როგორც ცნობილია, ამ პიროვნებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პირადად შეიძინა და სახლში თავადვე გაიკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამ ინიციატივას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.

ვაქცინის 217-ჯერ გაკეთების მიზანი ვირუსისგან თავის დაცვა იყო. როგორც ამ პაციენტზე ჩატარებული კვლევიდან ვიგებთ, მას კორონავირუსი არასოდეს გადაუტანია, თუმცა ამ ფაქტს ექიმები ჰიპერვაქცინაციას არ უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი რამ არავინ არ უნდა გაიმეოროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები