გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიზნად ისახავს აშშ-სგან დამატებით 15 ერთეული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას. ინფორმაციას ამის შესახებ Die Spiegel, საპარლამენტო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული შესყიდვის ღირებულება €2.5 მილიარდი ევრო, ანუ $2.9 მილიარდი დოლარია და პროექტი ბუნდესტაგის ფინანსურ კომიტეტს უახლოეს ვადებში წარედგინება.
აღსანიშნავია, გერმანიამ F-35 ტიპის 35 ერთეული ავიაგამანადგურებელი უკვე შეიძინა. ცნობისთვის, მათ ამერიკული თავდაცვის გიგანტი Lockheed Martin აწარმოებს.
დამატებით 15 ერთეულის შეძენით გერმანიის ხელისუფლება მიზნად ლუფტვაფეს საჰაერო ფლოტის თანამედროვე ავიაგამანადგურებლებით განახლებას ისახავს.




























