მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 60 წელს ზემოთ ადამიანებს აცრის

60642c6e016c4
თათია კაკიაშვილი
01.04.21 00:30
1018

გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აცრის, ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის ვაქცინის კომიტეტის რჩევის გათვალისწინებით მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მერკელის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში დაფიქსირებული 31 შემთხვევაა, რა დროსაც აცრილ ადამიანებს ტვინის იშვიათი თრომბი გამოუვლინდათ.

ქვეყანაში მიღებული ამ გადაწყვეტილების თანახმად, 60 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით მიიღონ AstraZeneca-ს ვაქცინა ექიმთან სრულყოფილი კონსულტაციის შემდეგ, ისიც ინდივიდუალური რისკის გათვალისწინებით.

კანცლერის ეს გადაწყვეტილება მედიკამენტების ევროპული სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ორივე უწყება განმარტავს, რომ კავშირი სისხლის შედედებასა და ვაქცინაციას შორის არ არსებობს და ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს. თუმცა გერმანიის ვაქცინების კომიტეტმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები მეტად აღარ განმარტა და არც ის დაუზუსტებია, რამდენად პროპორციული იყო აცრილი ხალხის და ტვინის თრომბის დაფიქსირებული შემთხვევების მაჩვენებლები.

ამ დროისთვის გერმანიაში AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით 2.7 მილიონი ადამიანია აცრილი. CNN-ის ცნობით, აცრის შემდეგ გართულებები 100.000 ვაქცინირებული შემთხვევიდან ერთია, თუმცა უცნობია, რა ტიპის და რამდენად სერიოზულ გართულებებზეა საუბარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები