მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გერმანია და საქართველო ერთად ევროპისთვის” - ფესტივალი ლიდერობის აკადემია “საბადოში”

გერმანიისა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობა, კულტურული კავშირები და ევროპული ღირებულებები, სწორედ ეს თემები გააერთიანა ფესტივალმა, გერმანია და საქართველო ერთად ევროპისთვის, რომელსაც 18 ოქტომბერს ლიდერობის აკადემია საბადომ უმასპინძლა. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ახალგაზრდა ლიდერების ფორუმს, საინტერესო დისკუსიებს, გამოფენებს, მუსიკალურ და კულტურულ ღონისძიებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ გასცნობოდნენ გერმანულ კულტურას, ტრადიციებსა და განათლების შესაძლებლობებს.

რა მიზანს ემსახურებოდა ფესტივალი და რა შესაძლებლობებს ქმნის ახალგაზრდებისთვის?

სტუმრები: გიორგი უგულავა - ლიდერობის აკადემია "საბადოს" ხელმძღვანელი;

საბა რობაქიძე - "საბადოს" პროგრამების მონაწილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები