მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია-ირანის სავაჭრო ურთიერთობა კოლაფსში შედის

5d160ae143f98
მიხეილ ხაჩიძე
28.06.19 16:41
892

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო ირანისა და გერმანიის სავაჭრო ურთიერთობები კოლაფსის პირასაა. ინფორმაციას გერმანული მედია Funke ავრცელებს.

როგორც ირკვევა სანქციების გამო 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტ-ექსპორტის მოცულობა 48 პროცენტით შემცირდა და 529 მილიონი ევრო შეადგინა.

გერმანიიდან ირანში ექსპორტმა წლის პირველ 4 თვეში 49 პროცენტით იკლო და 450 მილიონი ევრო დაფიქსირდა, ხოლო ირანიდან გერმანიაში იმპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 39 %-ით, 80 მილიონ ევროზე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ყველა იმ უცხოურ კომპანიას, რომელიც ირანთან რამე სახის ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, შტატებში მათი აქტივობების შეიზღუდვითა და აკრძალვით დაემუქრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები