მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე - გერმანიის პრეზიდენტი

640b9512da926
ალა ისპირიანი
11.03.23 00:29
1185
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

საქართველოში გერმანიის საელჩომ აღნიშნულ შეხვედრაზე გერმანიის პრეზიდენტის განცხადება გამოაქვეყნა.

„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, - ამბობს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ საქართველო აფასებს გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები