მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ამცირებს – ოლაფ შოლცის ახალი გეგმა

621b75997ed8a
სალომე მეცხვარიშვილი
27.02.22 17:08
1008
გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცახადა.

მისი თქმით, თხევადი ბუნებრივი აირის 2 ტერმინალს უმოკლეს დროში ააშენებენ, ასევე შეიქმნება მარაგები რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ტერმინალების აშენება ბრუნსბიუტელსა და ვილჰელმშევენშია დაანონსებული.

"უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა გავზარდოთ ენერგოუსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში... ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პასუხისმგებლიანი, შორსმჭვრეტელი ენერგო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ჩვენი ეკონომიკისა და გარემოსთვის, არამედ ჩვენი უსაფრთოებისთვისაც",– თქვა შოლცმა ბუნდესტაგში, სადაც საგანგებო სესია იმართება უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რაც უფრო სწრაფად გაზრდის გერმანია განახლებადი ენერგიის გენერაციას, მით უკეთესია. მისივე ინფორმაციით, გერმანია გაზრდის ნატურალური გაზის მარაგებს 2 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო დამატებით ბუნებრივ აირს მსოფლიოს ბაზრებზე ევროკავშირთან კოორდინაციით შეიძენს.

Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანიის გაზის იმპორტის 55% სწორედ რუსეთიდანაა, სწორედ ამის გამოა, რომ დასავლეთის ქვეყნები დიდი ხანია გერმანიას მოუწოდებენ, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე.

მიმდინარე კვირაში გერმანიამ NORD STREAM 2–ის გაზსადენის პროექტი შეაჩერა, რომლის მთავარი ინვესტორი სწორედ რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები