მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია თავის პორტებს მოუწოდებს, არ მიიღონ რუსული თხევადი გაზის ტანკერები

ტანკერი

გერმანია სახელმწიფო მმართველობაში მყოფ საზღვაო ტერმინალებს აფრთხილებს, არ მიიღონ არც ერთი რუსული სატვირთო გემი, რომლებსაც თხევადი გაზი გადააქვთ - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი მიერ გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრმა ენერგოტერმინალის მმართველ კომპანიას წერილი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც წინასწარი გაფრთხილება მიიღო, რომ კომპანია კვირას ნავსადგურში რუსულ ტანკერს ელოდებოდა. მინისტრმა ოპერატორს მოუწოდა, არ მიიღოს არც ერთი რუსული ტანკერი, ვიდრე საწინააღმდეგო დირექტივას არ მიიღებს. წერილში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბერლინი საზოგადოების ინტერესებს იცავს.

ამ დრომდე ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ იმპორტიორ კომპანიას ეკუთვნოდა რუსული თხევადი გაზის ეს შეკვეთა. სამი ტანკერი ამ დრომდე განკარგულების მიღებას ელოდება.

გერმანია, რომელიც ევროპის უმსხვილეს ეკონომიკასთან ერთად, რუსული გაზის ერთ დროს ყველაზე მსხვილი მომხმარებელიც იყო, რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტს არასდროს ახორციელებდა, ბუნებრივი აირის იმპორტი კი მოსკოვის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე შეაჩერა. ნაცვლად ამისა, თხევადი გაზი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა წყაროებიდან, მათ შორის, ნორვეგიული მილსადენიდან შედიოდა.

ჯერ კიდევ თებერვალში გერმანიის ეკონომიკის მინისტრის წარმომადგენელმა თხევადი გაზის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა დარწმუნებულიყვნენ, რომ რუსული პროდუქტი გერმანიაში არ მოხვდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები