გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ ავტომობილების მწარმოებელ კალიფორნიულ კომპანიას Tesla Motors მოუწოდა თავისი სარეკლამო კამპანიის დროს სიტყვა "ავტოპილოტის" ხმარებისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან მას მომხმარებელი შეცდომაში შეყავს, - წერს MarketWatch.
"იმისათვის, რომ მომხმარებელთა შორის გაუგებრობები და მცდარი მოლოდინები თავიდან ავიცილოთ, მოვითხოვთ, რომ ტერმინი" ავტოპილოტი სარეკლამო რგოლებში აღარ გამოიყენონ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიის ტრანსპორტის ფედერალურმა სამსახურმა Tesla-ს ავტომობილების მფლობელებს გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა, რომლითაც მომხმარებლისგან მოითხოვს უკიდურესად სიფრთხილით მოეკიდონ ავტოპილოტის ფუნქციის გამოყენებას, რადგან იგი გზებზე სერიოზული საფრთხის წარმოქმნის საშიშროებას და მძღოლებში ყალბი უსაფრთხოების განცდას იწვევს.
ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla არაერთხელ განაცხადა, რომ ავტოპილოტი მძღოლების შემცვლელ ფუნქციას არ ასრულებს და ავტოპილოტის ფუნქციის გამოყენებისას მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელები საჭეზე.

























