მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია უფუნქციოდ დარჩენილი Nord Stream 2-ის გამოყენებას გეგმავს - Der Spiegel

62b6e4dc689ba
მარიამ ვარადაშვილი
25.06.22 16:43
11230

Reuters-ი Der Spiegel-ზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ის გაზსადენის ნაწილის ექსპროპრიაციის საკითხს განიხილავს. კერძოდ, გერმანული გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო გერმანიის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენის მთლიანი გაზსადებიდან გათიშვაზე მსჯელობს. შედეგად ბალტიის ზღვის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალი მოეწყობა.

აღსანიშნია, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა Nord Stream 2-ზე მუშაობა გასული წლის ბოლო დაასრულა. გაზსადენს გერმანიაში რუსული გაზის ექსპორტი უნდა გაეორმაგებინა, თუმცა უკრაინაში ინტერვენციამდე გერმანულმა მხარემ გაზსადენის ოპერირება შეაჩერა. ბოლო კვირებში რუსეთმა გერმანიას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუმცირა, რის გამოც ქვეყანა ენერგეტიკული დეფიციტის საფრთხის წინაშე დადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები