გერმანია უნდა იყოს მშვიდობის ფაქტორი - საქართველოში გერმანიის საელჩოს თანახმად, სწორედ ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის იოჰან ვადეფულის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.
საელჩო ახალი მინისტრის შესახებ სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
"გვსურს, წარმოგიდგინოთ გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი იოჰან ვადეფული.
მას სჯერა, რომ ადამიანებს შორის შესაძლებელია და საჭიროა ხიდების აგება. მისი ძირითადი მიზნებია:
- გერმანია უნდა იყოს მშვიდობის ფაქტორი.
- ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ხალხებს შორის ურთიერთგაგებას და ერთობლივი ძალისხმევით დავასრულოთ მსოფლიოში ჭარბად არსებული კრიზისები და კონფლიქტები.
- ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირი და ნატო ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია ინფორმაციაში.




























