მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია ყველა პროტესტის მხარდამჭერია, რომელიც თავისუფლებას შეეხება - პიტერ ფიშერი

პიტერ ფიშერი

გერმანიაში კურსდამთავრებულები საქართველოში გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბნენ. აქციაზე პროტესტანტებს შეუერთდა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი.

ელჩმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გერმანია ყველა პროტესტის მხარდამჭერია, რომელიც თავისუფლებას შეეხება.

"აქ გერმანიაში კურსდამთავრებულები შეიკრიბნენ. ბევრი შემაშფოთებელი გზავნილი მოვისმინეთ მათგან. ყველამ იცის რას აპროტესტებენ ეს ადამიანები, გერმანია ყველა პროტესტის მხარდამჭერია, რომელიც თავისუფლებას შეეხება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანებს გამოხატონ საკუთარი აზრი", - განაცხადა პიტერ ფიშერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები