პირველი ელექტრონული ავტობანი გერმანიაში – ინოვაციური პროექტი ჰესენის მაგისტრალზე გაიხსნა. ტრამვაის ხაზების მსგავსი ელექტროგაყვანილობით ახალ მაგისტრალზე მოდიფიცირებული სატვირთო მანქანები ივლიან. საპილოტე ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე 14 კილომეტრს მოიცავს.
პროექტი გერმანიის კლიმატის დაცვის ფონდის ფარგლებში განხორციელდა. ხაზებში, რომლებიც მაგისტრალზე დამონტაჟდა, ელექტროენერგია გადაიცემა, რომელსაც ელექტროძრავზე მომუშავე სატვირთო მანქანები სახურავზე დამონტაჟებული მოწყობილობის მეშვეობით იღებენ.
E-Highway სატესტო რეჟიმში თავდაპირველად ჰესენში, 2020 წლამდე კი შლეზვიგ ჰოლშტაინისა და ბადენ ვიურტემბერგის მხარის ავტომაგისტრალებზეც ამოქმედდება. სამომავლოდ კი, მსგავსი პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
პროექტი ჰესენში 14,6 მილიონი ევრო დაჯდა,. ფინანსები ქვეყნის ბუნების დაცვის სამინისტრომ გამოყო. უწყების ცნობით, მსგავსი მექანიზმები ჰაერის დაბინძურებას შეასუსტებს და მგზავრობას უფრო მოხერხებულსა და უსაფრთხოს გახდის. შესაბამისად, გერმანიის სამინისტრო ასეთი ტიპის პროექტებში თანხების გამოყოფას არ იშურებს.

























