20 საერთაშორისო ბანკის წინააღმდეგ გერმანიაში გამოძიება მიმდინარეობს. გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ვესტფალიაში გამოძიება დაწყებულია ისეთი ბანკების მიმართ როგორიცაა JP Morgan, Barclays და BNP Paribas. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საქმე ეხება გარკვეულ საგადასახადო მაქინაციებს. გამოძიება ქალაქ ჰარნეგესა და ვესტფალიიის სხვა რეგიონებში მიმდინარეობს.
ექსპერტების შეფასებით, ბანკების მიერ ჩატარებული მაქინაციების შედეგად გერმანიამ 10 მილიარდი ევრო დაკარგა. თუ გამოძიების ეჭვები დადასტურდა ბანკებსა და მათ ხელმძღვანელებს ჯარიმები ემუქრებათ.

























