მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ელექტროსიგარეტზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა

5db6860799388
მიხეილ ხაჩიძე
28.10.19 23:00
1173
გერმანიაში ელექტროსიგარეტების გაყიდვები რადიკალურად შემცირდა. ადგილობირივი მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-ში ელექტროსიგარეტთან დაკავშირებით ფატალური შემთხვევების გახშირების შესახებ გახდა ცნობილი, გერმანიის ინდუსტრია გაყიდვების მნიშვნელოვან ვარდნაზე ალაპარაკდა.


ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული ელექტრონული სიგარეტების 600-ზე მეტი გამყიდველი და მწარმოებელი აცხადებს, რომ ბრუნვა 30-დან 40%-მდეა დავარდნილი, ხოლო ყოველი მეხუთე დისტრიბუტორის თქმით, გაყიდვები 50%-მდეა შემცირებული.

კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა კი მიუთითებს, რომ ელექტროსიგარეტის გარშემო აშშ-ში ატეხილი აურზაური უარყოფით გავლენას ახდენს მათ ბიზნესზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის (CDC) ბოლო მონაცემებით, ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად შეერთებულ შტატებში 34 ადამიანი გარდაიცვალა, გარდა ამისა, დაახლოებით, 1600-ს სხვადასხვა სახის დაავადებით მკურნალობენ.


აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ელექტრო სიგარეტის ბაზარი სწრაფად განვითარდა - წლიური ზრდის ტემპები 25-დან 40%-ს შეადგენდა. ქვეყანაში სავარაუდოდ, დაახლოებით, 3000 მწარმოებელია. 2017 წელს გერმანიის ბაზარზე ელექტრონული სიგარეტებით სავაჭრო ბრუნვამ 580 მილიონი ევრო შეადგინა. 


არსებული ცნობებით, გერმანიაში დაახლოებით, 2,5 მილიონი ადამიანი მოიხმარს ელექტროსიგარეტს; რაც შეეხება კლასიკურ სიგარეტებს, ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 18 მილიონი მწეველია. სიგარეტის სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს 26 მილიარდი ევრო იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები