გერმანიაში ექთნების ხელფასი საათში 14 ევრო გახდება - ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა.
იენს შპანის განცხადებით, კლინიკებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ა.შ. დასაქმებული, დამხმარე პერსონალის ანაზღაურება თვეში მინიმუმ 2500 ევროს უნდა შეადგენდეს.
ამას გარდა, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 40 000 სამუშაო ადგილი ასათვისებელია, მოხუცთა თავშესაფრებში თანამშრომლების სიმცირეს განიცდიან.
"სწორედ ამიტომ, სფერო ხელფასების გაზრდით უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ’’- დასძინმა იენს შპანიმ.
ცნობისათის, დღეისათვის ექთნების ანაზღაურება საათში 9,19 ევროა.

























