მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში გამართულ კონკურსზე "კომპანია პი" Grand Gold მედალით დაჯილდოვდა

6131261cf04e6
BM.GE
02.09.21 23:22
925
"კომპანია პიმ" გერმანიაში MUNDUS VINI ზაფხულის დეგუსტაციაზე 2020 წლის საფერავი წარადგინა, რომელიც GRAND GOLD - გრანდ გოლდის მედლით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, "საფერავი პის" Best of show Georgia Red Wine 2020-ის ტიტული მიენიჭა. 

ცნობისთვის, კომპანიამ ლიმიტირებული - 2200 ბოთლი საფერავი დაამზადა საკუთარი ვენახებიდან.

"კომპანიისთვის ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული განვითარებისათვის და საქართველოსთვის, როგორც ღვინის ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. სულ 2020 წლის 2200 ბოთლია რეგისტრირებული სააგენტოში და 2019 წლის 200 ბოთლის რეზერვი, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიურ მოთხოვნაშია. მადლობას ვუხდით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ქართული ღვინის გილდიის და ღვინის ლაბორატორიას მხარდაჭერის და რეკომენდაციისთვის", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები