გერმანიამ იმდენი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა, რომ მომხმარებლებს მის მოხმარებაში ფული გადაუხადეს. 8 მაისს, გერმანიამ განახლებადი ენერგიების მაჩვენებლის რეკორდი მოხსნა.
დღის პირველი საათისთვის, მზის, ქარის, ჰიდრო და ბიომასის ელექტროსადგურებმა 55 გვტ (87%) გამოიმუშავეს, როდესაც მოხმარება 63 გვტ იყო. ენერგიის ფასები რამდენიმე საათის განმავლობაში უარყოფითისკენ წავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომერციული მომხარებლებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა მოხდა.
გასულ წელს, გერმანიაში განახლებადი ენერგიების წილი დაახლოებით 33% იყო.

























