გერმანიაში შესაძლოა, პოლიეთილენის პარკები სრულად აიკრძალოს - ინიციატივით ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი გამოვიდა. სვენია შულცის განცხადებით, მისი უწყება ამ ეტაპისთვის საკითხს აქტიურად სწავლობს, რეგულაციებს ადგენს და დეტალებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ.
მინისტრის ცნობითვე, სავაჭრო ქსელებიდან პოლითილენის პარკების შემცირების შესახებ 2016 წლიდან არსებული შეთანხმება წარმატებულად მუშაობს, შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ სრული აკრძალვაც მოქალაქეებისთვის მისაღები იქნება.
ცნობისათვის: პოლიეთილენის პარკები გერმანიის სავაჭრო დაწესებულებების უმეტესობაში უკვე დიდი ხანია, ფასიანია. მათი ალტერნატივა ქაღალდისგან დამზადებული ჩანთებია.

























