მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ჩემოდნებში 48 000 კოლოფი სიგარეტი ჰქონდა

5d6e868e1da59
მიხეილ ხაჩიძე
03.09.19 20:05
5753

ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 33 წლის მამაკაცს, რომელიც გერმანიაში ათენიდან ჩაფრინდა და უკან გაფრენასაც იმ დღესვე აპირებდა, კონტროლის გავლისას ჩემოდნები შეუმოწმეს.

გერმანული მედიის ცნობით, საბაჟო სამსაუხრის თანამშრომლებმა მამაკაცის ორ ჩემოდანში 48.000 უკანონო სიგარეტი აღმოაჩინა, რომელსაც სომხური აქციზი ჰქონდა. როგორც გაირკვა, მას კიდევ 5 თანამძრახველი ჰყავს, რომლებზეც პოლიციამ ძებნა უკვე გამოაცხადა.

ქართველი მამაკაცს უკანონო სიგარეტი ჩამოართვეს და პოლიციის გადაწყვეტილებით ის საქართველოში გამოადეპორტეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები