გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა. abc NEWS -ის ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, ზარალი 20-დან 24 მილიონ ევრომდეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სახანძრო-სამაშველო სამსახურის კუთვნილ სასწრაფო დახმარების მანქანას გაუჩნდა, რომელშიც ლითიუმ-იონური აკუმულატორები და გარე ელექტროგადამცემი იყო.
დაიწვა სახანძრო განყოფილების შენობა, სპეცტექნიკა და ათამდე სასწრაფო დახმარების მანქანა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განყოფილებაში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ იყო დამონტაჟებული, რადგან ექსპერტებმა მისი დაყენება საჭიროდ არ ჩათვალეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.