მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური პარტნიორობით გაიმართა

გერმანიაში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური პარტნიორობით გაიმართა
01.05.24 13:46
427

გერმანიაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში და ბერლინში, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური პარტნიორობით, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართა. ვიზიტს საქართველოს ბიზნეს დელეგაცია, გერმანიაში საქართველოს საელჩოს უმაღლესი პირები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სავაჭრო სამრეწველო პალატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ქართული და გერმანული კომპანიების 80-მდე წარმომადგენელმა სხვადასხვა სექტორიდან.

ფორუმის მიზანი იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული ბიზნეს შესაძლებლობების, ინვესტიციების და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და თანამშრომლობის გაფართოება. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული კომპანიების საექსპორტო პროდუქციასა და სერვისებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებზე.

პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ, ოფიციალური სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. მან აქცენტები გააკეთა პროკრედიტ ბანკის, როგორც გერმანული საფინანსო ინსტიტუტის როლზე ქვეყნის ეკონომიკაში. “პროკრედიტ ბანკი უკვე 25 წელია ქართული ბიზნესის განვითარების სტაბილური პარტნიორია საქართველოში”, განაცხადა ალექს მატუამ. მან ისაუბრა საუკეთესო ევროპული პრაქტიკებით ხელმძღვანელობის დადებით ეფექტებზე და მიმოიხილა ბანკის წარმატებული წელი და ამბიციური გეგმები ბაზრის წილის ზრდის მიმართულებით. ალექს მატუამ მსმენელებს გაუზიარა ინფორმაცია ბიზნესების თანადაფინანსების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს პროკრედიტ ბანკი საქართველოსა და პროკრედიტ ბანკი გერმანიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსების მიღებას პირდაპირ გერმანული ბანკისგან, ევროპული, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით და ასევე ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ინვესტიციების ზრდის კუთხით.

ღონისძიების ოფიციალურ გახსნით ნაწილში, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის სახელმწიფო მდივანმა მიხაელ რულმა, საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ფრანკფურტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველმა დირექტორმა, იურგენ რაცინგერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან და შესაბამის ადგილობრივ სავაჭრო პალატებთან თანამშრომლობით და სხვა კერძო კომპანიებთან პარტნიორობით გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები