გერმანია შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც მოზარდებისთვის Red-Bull-ის მიყიდვა აიკრძალება. ინიციატივითა და შესაბამისი მოთხოვნით ქვეყნის ბუნდესტაგში მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი გამოვიდა.
რენატე ქიუნასტის განცხადებით, 16 წლამდე მოზარდებს ენერგეტიკული სასმელების ყიდვა და მოხმარება უნდა აეკრძალოთ. დეპუტატი ამბობს, რომ "რედ-ბული" და მსგავსი ტიპის ენერგეტიკული სასმელები არაჯანსაღ ინგრედიენტებს შეიცავს, მათ შორის დიდი რაოდენობით კოფეინს, შაქარს, ტაურინსა და სხვა ნივთიერებებს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვებით, გერმანიის მასშტაბით, ყოველი მეათე არასრულწლოვანი ერთ ლიტრამდე ენერგეტიკულ სასმელს ყოველდღიურად სვამს.
როგორც ექსპერტები ახადებენ, გადამეტებული რაოდენობით ენერგეტიკული სასმელები საშიში და საზიანოა ორგანიზმისთვის. რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტის BfR) ცნობით, რისკები განსაკუთრებით მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში. ჭარბი დოზით ენერგეტიკულის მიღება ძირითადად ნეგატიურ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს ქოშინს, კუნთების უკონტროლობას, გულისრევას, შფოთვასა და აფორიაქებას.
16 წლამდე მოზარდებისთვის Red-Bull-ის აკრძალვის საკითხს გერმანიის ბუნდესტაგში რამდენიმე ეტაპად განიხილავენ, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მიიღებებენ.

























