გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. ქვეყნის დასაქმების ბიუროს ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობა მაისში, აპრილთან შედარებით, 8 000–ით შემცირდა და 60 000 შეადგინა, ხოლო უმუშევართა დონემ 4.9%-დან 5%-მდე გადაინაცვლა.
"ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური სისუსტის პირველ ნიშნებს, რაც უმუშევრობას პირდაპირ ურტყამს", - აცხადებენ გერმანიის დასაქმების ბიუროში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კომპანიები ახალი თანამშრომლების დასაქმებისგან თავს იკავებენ, ზოგიერთ მათგანში კი სხვადასხვა მიზეზის გამო შემცირებებია.
ამ ეტაპისთვის ქვეყანაში მთლიანად უმუშევართა რაოდენობა 2,36 მილიონია.

























