მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად შემცირდა

574da57ead33f
BM.GE
31.05.16 18:52
1386
გერმანიაში მაისში, უმუშევრობის მაჩვნებელი 6,3%-დან 6%-მდე შემცირდა. ევროზონაში კი უმუშევრობამ 10,2% შეადგინა.
 
გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავებულია: დასავლეთ გერმანიაში აღნიშნული ციფრი 5,5%-ს შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთში კი 8,3%-ს.

ევროსტატის ინფორმაციით, ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი გასულ თვეს 11%-ს ჩამოსცდა, რაც ევროზონის არსებობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ასევე აღნიშნული ციფრი ევროკავშირში 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი ორნიშნა მხოლოდ 7 ქვეყანაში რჩება. მათ შორის საბერძნეთში (24%), იტალიაში (11,7%) ესპანეთში (20,1%).

15-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ევროკავშირში უმუშევრობის მაჩვენებელი 18,8% იყო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები