გერმანიაში საცალო გაყიდვის ქსელ REWE-ში წლიურად 0.5 მლნ რაჭული ნაძვი იყიდება - ამის შესახებ BM.GE-ის Fair Trees Fund-ის პროექტების განვითარებისა და მართვის ხელმძღვანელმა ჟანა ბაბუნაშვილმა განუცხადა. საქმე ის არის, რომ დანიურმა კომპანიამ ფეარ თრის (Fair Trees)-მა 2007 წლიდან „სამართლიანი ნაძვების ფონდი“ (Fair Trees Fund) დაარსა და რაჭიდან, კონკრეტულად კი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი თლუღის სატყეო უბნიდან კავკასიური ნაძვის თესლის დანიაში გატანა, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით გაშენება და ევროპის ბაზარზე ქსელებთან თანამშრომლობით რეალიზება დაიწყო. რაჭული ნაძვები თანამედროვე მსოფლიოში Fair Trade მარკით იყიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ქართული ნაძვის რეალიზებას ყველაზე მორალური და ეთიკური მარკით ახორციელებს. მისი თქმით, ბაზარზე არსებული 45 მლნ ნაძვიდან 90% რაჭული ნაძვია.