იანვარ-ივლისის პერიოდში ყაზახეთმა გერმანიაში ნავთობის ექსპორტი 38%-ით გაზარდა და Druzhba-ს მილსადენით ევროკავშირის უძლიერეს ქვეყანას 1.086 მილიონი ტონა შავი ოქრო მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთმა საწვავის გაყიდვის მაჩვენებელი სხვა მიმართულებითაც გაზარდა. კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ქვეყანამ გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტი ნავთობი გაიტანა ექსპორტზე, რაც 923,000 ტონას უდრის. თუმცა კი, ივნისის თვესთან შედარებით საწვავის ექსპორტი კავკასიური კორიდორის გავლით მცირედით შემცირდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის არსებობის მიუხედავად, ყაზახური ნავთობის ექსპორტის მთავარ ხელშემწყობად მაინც კასპიის მილსადენის კონსორციუმი რჩება. კონსორციუმი, რომელსაც ცენტრალური აზიიის ჭაბურღილებიდან წამოსული ნავთობი შავი ზღვის რუსულ პორტ ნოვოროსიისკამდე მიაქვს და ასე აწვდის შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს.




























