მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის ელჩი: საქართველო DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ სათანადოდ ვერ იყენებს

5d064d4a2f459
თელარა გელანტია
17.06.19 10:15
931
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, საქართველო DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ სათანადოდ ვერ იყენებს.

ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა bm.ge-ისთან საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას განაცხადა.

ელჩს მიაჩნია, რომ წარმოების და საექსპორტო საქონლის გასაზრდელად, პირველ რიგში, ბიზნესმა უნდა განსაზღვროს რა სახის პროდუქციაზე გააკეთებს აქცენტს, მოსინჯოს და ამის მიხედვით შეაფასოს შედეგები;

„ამავდროულად გონივრული იქნება თუ მთავრობა გამოავლენს პრიორიტეტულ სექტორებს, მიმართავს ძალებს ამ სექტორების განსავითარებლად და არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ეს ეხება თუნდაც ტრანსპორტირებისა და ზოგადად ლოგისტიკის სექტორს, პორტებს და საზღვაო გადაზიდვებს ევროკავშირთან;

მაგალითად, ასევე პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმებების ინფრასტრუქტურას და მე ვგულისხმობ როგორც უცხოეთიდან შემოსულ პროდუქციას, ისე საქართველოდან საექსპორტოდ განსაზღვრულ პროდუქციას“, - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ საქართველო DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ სათანაოდ ვერ იყენებს.

„DCFTA ძალიან დიდი შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და ამ შესაძლებლობების გამოყენება გულწრფელად რომ გითხრათ, ვაჭრობის დაბალი დონით უნდა დაიწყოთ; რაც შეეხება ევროკავშირიდან საქართველოში ექსპორტის მოცულობას, ის დამაკმაყოფილებელია ამ ეტაპზე; რომ შევაჯამო საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად. ცხადია, ამისათვის როგორც - საქართველოს, ისე ევროკავშირის ქვეყნების კერძო სექტორებმა და მთავრობებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ“, - აღნიშნა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები