მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის ელჩი: საქართველოს მსოფლიო ბაზრისთვის მზის პანელების წარმოება შეუძლია

5c66623c99de9
BM.GE
15.02.19 12:00
882

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანული მხარე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გააგრძელებს.

"საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო ურთიერთობები უკვე ძლიერია და ბევრი გერმანული კომპანია საქართველოში უკვე მუშაობს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოტენციალი კიდევ არსებობს. ვფიქრობ, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება გაგრძელდება. რამდენიმე წელია, გერმანული კომპანიები მზის ენერგიის მიმართულებით აქტიურად არიან ჩართულები. მიმაჩნია, რომ საქართველოს მსოფლიო ბაზრისთვის მზის პანელების წარმოების პოტენციალი აქვს. თუ ეს საქართველოში განხორციელდება, ვფიქრობ, იქნება იმის ნიშანი, რომ აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები