მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ელჩი საქართველოში დაბრუნდა

გერმანიის ელჩი

თითქმის ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა - ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გერმანიის ელჩი საქართველოში, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, დღეს თბილისში დაბრუნდა. იგი გააგრძელებს თავის თავდადებულ საქმიანობას, ჩვენი სრული მხარდაჭერით", - წერს უწყება.

გერმანიამ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია. გერმანულ საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ აცხადებდნენ, რომ მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გერმანიისა და პერსონალურად ელჩის წინააღმდეგ წარმოებული აგიტაცია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები