მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის ელჩი: საქართველოში ინვესტორებს ხშირად წინააღმდეგობები ხვდებათ

5c6660430d3ec
BM.GE
15.02.19 10:50
1340

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოში ინვესტორების საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც მან საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით მსოფლიო კვლევების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, როდესაც იგი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა, შეიტყო, რომ "მათთვის აქ ცხოვრება ხშირად ადვილი არ არის და ბევრი ისეთი სამუშაო ხვდებათ, რომელიც რისკის გაწევას მოითხოვს, რათა ინვესტიციები განახორციელონ".

მისი თქმით, ინვესტორებს საქართველოში ხშირად გარკვეული წინააღმდეგობები ხვდებათ, რომლებიც რისკებთან არის დაკავშირებული.

"რა თქმა უნდა, კარგია იმის ნახვა, რომ საქართველო ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ რეიტინგებში წინ მიიწევს. მსოფლიო ბანკის ინდექსი ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით მნიშვნელოვანი საზომია. როდესაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელს შევხვდი, შევიტყვე, რომ მათთვის აქ ცხოვრება ხშირად ადვილი არ არის და ბევრი ისეთი სამუშაო ხვდებათ, რომელიც რისკის გაწევას მოითხოვს, რათა ინვესტიციები განახორციელონ. ისინი უყურებენ ბევრ ფაქტორს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის წარმოებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება. ხშირად, ეს მარტივი არ არის. ასე რომ, ინდექსები შესანიშნავია მაშინ, როცა ისინი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი გაკეთებულია და სხვა სამუშაოები შესასრულებელი არ არის",- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები