მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[გერმანიის ელჩზე] ასეთი თავდასხმები აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას - ლიეტუვას საგარეო

ლიეტუვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერისა და გერმანელი დიპლომატიური წარმომადგენლების მიმართ. შესაბამის განცხადებას უწყება სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებსა და ელჩ პეტერ ფიშერს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს მმართველი პარტიის მხრიდან გერმანელი დიპლომატის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებსა და რიტორიკას.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ასეთი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის ბერლინში გაიწვიეს. უწყების განმარტებით, ელჩის გამოწვევა უკავშირდება მმართველი პარტიის მხრიდან მის მიმართ არაერთ საჯარო თავდასხმას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები