„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, განსაკუთრებით მეზღვაურთა დიპლომების აღიარების და მათი დასაქმების კუთხით. სულ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ თანხმობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროდან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაიწყებს მუშაობას გერმანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოსამზადებლად, რათა გერმანიის შესაბამისი უწყებების მიერ მოხდეს ქართული დიპლომების აღიარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, რომელმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ დარგში, რათა ქართველმა მეზღვაურებმა გერმანულ კომპანიებსა და გერმანიის დროში ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების შესაძლებლობა მიიღონ.