მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მთავრობა შოლცის და ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

64834c2e40487
ალა ისპირიანი
09.06.23 19:43
1082
გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოება, ამჟამინდელი უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგები განიხილა.

კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, აუცილებელი ნაბიჯები გადადგას რეფორმების კუთხით.

მათივე ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით უახლოეს კვირებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები