გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრებლებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
საგრანტო კონკურსისთვის „შემოსავლის მომტანი ინიციატივების ხელშეწყობა“ სოფელ ქვემო ბოშურის ადმინისტრაციულ შენობაში განაცხადების მიღება ამ ეტაპზე მიმდინარეობს და 10 ნოემბრის 17:00 საათამდე გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. ჯამური საგრანტო ბიუჯეტი კი 15 000 ლარია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტის ბოშურისა და მღებრიანის თემების სოფლების (ლევიტანა; ტუსრები; გაგლუანთუბანი; ყველასუბანი; ზემო ბოშური; დრე; ქვემო ბოშური; ორმოცი; იფნარა; თხილნარა; მღებრიანი; ბიისი; ბობნევი) მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას;
განაცხადების მიღების შემდეგ, კონკურსი 2025 წლის 11 ნოემბერს ჩატარდება.




























