გერმანიის პოლიციამ და აეროპორტების ოპერატორების ასოციაციამ, ქვეყნის აეროპორტების ტერიტორიაზე პოკემონების დაჭერის აკრძალვა მოითხოვა. მათი განცხადებით, პოკემონის მოთამაშეებმა მაშინვე უნდა შეწყვიტონ თამაში, როგორც კი აეროპორტების შესასვლელებში შესაბამის შემოწმებას გაივლიან. ექსპერტები თვლიან, რომ პოპულარული Pokemon Go-ს თამაში აეროპორტებში რისკთან არის დაკავშირებული. ის მგზავრები, რომლებიც აკრძალვას უგულვებელყოფენ, შესაძლოა დაჯარიმდნენ. ორშაბათს გერმანიის ქალაქ ოსნაბრიუკში მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც პოკემონის დაჭერას სარკინიგზო რელსებზე ცდილობდა. 22 წლის მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ მისმა სმარტფონმა სარკინიგზო ხაზებთან კვირას გამოიყვანა. პოკემონის მოთამაშის გამო რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეჩერდა. უსაფრთხოების მიზნით, პოკემონის თამაში დიუსელდორფის რამდენიმე ბანკშიც აიკრძალა.

























