მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული ინვესტიციით სამეგრელოში მოცვის ბაღები გაშენდება

მოცვი

“სამეგრელოში გერმანული ინვესტიციით კომპანია “Georgian Berries” მოცვის ბაღებს გააშენებს” - ამის შესახებ ბიზნესსაკონსულტაციო ფირმა SavvY-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას ისაუბრა.

“ჩვენი კომპანია განსხვავებული სექტორებით ინტერესდება, პოტენციალს განსხვავებულ სექტორებში ვხედავთ, შეიძლება იყოს ისეთი არაპოპულარული სექტორი, როგორიც არის აგროსფერო, ჩვენ მოცვის დიდი მხარდამჭერები გავხდით, რადგან ლოკალურად დიდ კონკურენტულ უპირატესობას ვხედავთ, სწორედ ამიტომ, რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შემდეგ გერმანელი ინვესტორები დავაინტერესეთ მათთვის არაპროფილურ დარგში და ერთობლივად მოვაწერეთ პროექტს ხელი. პროექტი მოიცავს 8 მლნ ლარის ინვესტიციას 30ჰა მოცვის ბაღის გასაშენებლად, ეს ინვესტორებისთვის პირველი რეგიონული ინვესტიციაა’, - დასძინა მან.

მისივე თქმით, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაა, რაც მარიამ ქოიავამ კომპანიის დაგროვებული გამოცდილებით ახსნა.

“ჩვენი კომპანიის მთავარი და ძლიერი მხარე ფინანსებია, ორგანულად მოვედით ამ ეტაპამდე, ვახორციელებთ ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს კონკრეტული პროექტებისა ან კომპანიების ჭრილში, დროსთან ერთად, ინვესტორებმა თავისით დაიწყეს კითხვების დასმა, თუ რა მიმართულება და რა სფერო ან საინვესტიციო პროექტები შეიძლება გვქონდეს მათთვის, სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ძალიან ვაქტიურობთ”, - განმარტა თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები