მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული მაღაზიათა ქსელი KaDeWe გადახდისუუნარო გახდა

KaDeWe

გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მაღაზიათა ქსელი KaDeWe, სადაც, უმეტესწილად, პრემიუმ კლასის ძვირად ღირებული პროდუქტები იყიდება, გადახდისუუნარო გახდა, რის გამოც, შესაძლოა, გაკოტრების შესახებ გამოაცხადოს.

როგორც 116-წლიანი ისტორიის მქონე გერმანულ კომპანიაში ამბობენ, ფინანსური პრობლემების ქვაკუთხედი - გაძვირებული ქირაა, რომელიც KaDeWe-ს ფუნქციონირების საშუალებას გაზრდილი გაყიდვების ფონზეც არ აძლევს.

თუმცა, რეალურად, სიტუაცია, რომელიც KaDeWe-ში შეიქმნა უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საქმე ისაა, რომ KaDeWe ქირის გადასახადს Signa Holding-ს უხდის, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი აქციონერიცაა, ხოლო თავად Signa-ს შემოსავლის გაზრდა საკუთარი ვალების გამო სჭირდება.

Signa Holding-ის ფინანსური ვალდებულებები, ჯამში, $8.6 მილიარდს აღემატება და თან, ეს თანხა კომპანიამ 302 ორგანიზაციას უნდა დაუბრუნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები