გერმანული მედიის ცნობით, დემირელის კოლეჯის მფლობელი, წარმოშობით თურქი, გერმანიაში მცხოვრები ბიზნესმენი საქართველოში არ შემოუშვეს. გამოცემა წერს, რომ მას და მის ორ პარტნიორს თბილისში ყოველთვის თბილად ხვდებოდნენ.
მის მფლობელობაშია საქართველოში შაჰინის სკოლაც, რომელსაც ავტორიზაცია 3 თებერვალს გაუუქმდა.
„სასტუმომდე პოლიციის ესკორტი გვაცილებდა, გვექცეოდნენ როგორც მოქალაქეებს“, - ციტირებს გამოცემა ჯიჰან აქინის სიტყვებს.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. როგორც გამოცემა წერს სამივე პირი აეროპორტიდან უკან იმავე თვითმფრინავით გაამგზავრეს, რომლითაც თბილისში ჩამოვიდნენ.
ბიზნესკონტრაქტი, თემის დეტალების გასაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
გერმანული მედიის სტატიას თან ახლავს გერმანია-კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრის ტაბეა როსნერის განცხადებაც: „ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ თურქეთს სურს გავლენა მოახდინოს კავკასიის ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში. ფედერალური საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი“.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სამივე პირის საზღვრიდან უკან გაბრუნება მათი მხრიდან გიულენის სკოლების მფლობელობასთანაა დაკავშირებული.

























