მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული "ჰაიდელბერგი" გავიდა - ცემენტის ქარხანა ივანიშვილმა, რუხაძემ და ბეჟუაშვილმა გამოისყიდეს

6448ff41e6f01
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.23 14:50
18555
საქართველოში ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესი მწარმოებლის “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მფლობელთა რიგებში ცვლილებებია. გერმანული ჰოლდინგი Heidelberg Materials-ი ქარხანას ტოვებს. Heidelberg-ის საკუთრებაში არსებული 45%-იანი წილი კომპანიის პარტნიორმა “ცემენტ ინვესტმა” გამოისყიდა.

თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი; ირაკლი რუხაძის ჰანიველ პარტნერსი და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახია.

“ცემენტ ინვესტი” ჰაიდელბერგის პარტნიორი 2017 წლიდან გახდა, მას შემდეგ კომპანიამ ქარხნის და საწარმოო სიმძლავრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.

ტრანზაქციამდე ქარხნის ბენეფიციარი მესაკუთრეების სია ასეთი იყო:

45% - ჰაიდელბერგ მატერიალსი
45% - თანაინვესტირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი (ერთობლივად);
10% - დავით ბეჟუაშვილის ოჯახი. 

უცნობია ზუსტად როგორ გადანაწილდა წილები პარტნიორთა შორის "ჰაიდელბერგ მატერიალსის" გასვლის შემდეგ.

თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საწარმო "ჰაიდელბერგის" სახელს შეინარჩუნებს, თუმცა მომავალში ბრენდის ცვლილება გამორიცხული არაა.

ამ დროისთვის საჯაროა "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება. პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 415 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება 93.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამასთან, ქარხნის აქტივების ღირებულება 513 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები