მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული VOGUE საქართველოს შესახებ წერს

5b924bbf5ac17
BM.GE
07.09.18 13:56
809
გერმანული ჟურნალი „VOGUE“, საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარ ქვეყნას სათაურით: "11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ" სტატიას უძღვნის. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

VOGUE-ის ჟურნალისტი ბერნ სკუპინი, რომელიც საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ზოგადად, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ ცხრაგვერდიან ბეჭდურ და ონლაინ სტატიებს აქვეყნებს.

"საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ ანდა წაიკითხოთ: მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ", - წერს ჟურნალისტი.

სტატიაში საუბარია 11 ქართულ წიგნზე, მათ შორის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე“, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალზე“. სტატიაში ასევე მოხვდა არჩილ ქიქოძის, აკა მორჩილაძის, დავით გაბუნიას, ლაშა ბუღაძისა და სხვა ავტორების წიგნები.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო 9 ოქტომბერს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით, განსაკუთრებული პროგრამით წარდგება. მოეწყობა პავილიონი და არაერთი სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის სტენდი, გაიმართება 70-ზე მეტი ქართველი მწერლის ლიტერატურული ღონისძიება და გამოიფინება ქართული ლიტერატურის 200-მდე გერმანულენოვანი თარგმანი-გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები