მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GESS Education Awards-ის ჯილდო "განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" ანა აბესაძეს გადაეცა

31 ოქტომბერს, დუბაიში, GESS Education Awards-ის დაჯილდოების გალა საღამო გაიმართა, სადაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და ასევე ლექტორი - ანა აბესაძე, 60 ქვეყნის 900-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, 13 ფინალისტში დასახელდა და გარდა ამისა, მან აღიარება მოიპოვა კატეგორიაში - „განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “. ასეთი მასშტაბის მიუხედავად, ეს ანას ისტორიაში წარმატების მხოლოდ ერთი თავია და მის ანგარიშზე დღემდე არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარებაა დაგროვდა, მათ შორის: სამუშაო პროფესიონალიზმისთვის მადლობის წერილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ჯილდო თეთრი სახლისგან და ასევე მშვიდობის კორპუსისგან და ა.შ.

სტუმარი: ანა აბესაძე - "გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის" რექტორის მრჩეველი.

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები