მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გეტვიკის აეროპორტში ჩარჩენილ ქართველ მგზავრებს წყლისა და საკვების ვაუჩერები დაურიგდათ"

5c1bcf7a0268a
თამუნა ქემერტელიძე
20.12.18 21:08
1654
ლონდონში, გეტვიკის აეროპორტში ჩარჩენილ ქართველ მგზავრებს წყლისა და საკვების ვაუჩერები დაურიგდათ, - ამის შესახებ BM.Ge-ის Georgian Airways-ის წარმომადგენელმა თამუნა თანდაშვილმა განუცხადა, თუმცა კომპანია არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის განახლდება ფრენები.

„უშუალო კავშირზე ვართ ყველა მგზავრთან. კომუნიკაცია ტელეფონების საშუალებით ხდება; ვეკონტაქტებით ოჯახის წევრებსაც. მგზავრების სასტუმროში გადაყვანას ვერ ვახერხებთ, რადგან აეროპორტის მხრიდან არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის განახლდება ფრენები. ჯერ გვითხრეს, რომ 13:30 ზე შევძლებდით გამოფრენას, თუმცა ვერ მოხერხდა, ბარგი კი, მგზავრებს თვითმფრინავში აქვთ“, - აცხადებს თანდაშვილი.

მისივე თქმით, Georgian Airways-სს იქ წარმომადგენელი არ ჰყავს, თუმცა Georgian Airways-ის 89 ქართველ მგზავრს გეტვიკის აეროპორტის წარმომადგენელი ემსახურება.

შეგახსენებთ: გეტვიკის აეროპორტი უკვე 19 საათზე მეტია რაც დაკეტილია. მიზეზი კი, ე.წ „უხილავი დრონებია“, რომელიც აეროპორტის თავზე გამოჩნდა.

ამ დროისთვის, აეროპორტში 110 000 მგზავრია ჩარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები